ქართული (Georgian) English

ჩვენ ვაწარმოებთ 40 სხვადასხვა სახეობის ღვინოს, რომლებიც ერთიანდება სამი სავაჭრო ნიშნის ქვეშ.
ესენია:

თბილღვინო

ეს სავაჭრო ნიშანი მოიცავს 25 დასახელების ღვინოს, და მისი სპექტრი აერთინებს როგორც სუფრის, ასევე ჯიშურ და ადგილწარმოშობის ტრადიციულ ქართული ღვინის დასახელებებს.

გაეცანით ასორტიმენტს

საქართველოს ველები

ერთანებს 12 დასეხელების ღვინოს. ეს სავაჭრო ნიშანი ასაკით შედარებით ახალგაზრდაა ვიდრე ”თბილვღინო”. იგი ძალზედ პოპულარულია საერთაშორისო ბაზრებზე და ატარებს თანამედროვე და მსუბუქ სტილს.

გაეცანით ასორტიმენტს

თბილღვინო განსაკუთრებული მარაგი

• განსაკუთრებული მარაგი კომპანია “თბილღვინოს” პრემიალურ ღვინოებს გულისხმობს.
• ჩვენთან კარგად დამწიფებული, საღი და ხარისხიანი ყურძნიდან დიდი პოტენციალის მქონე ღვინოები იწარმოება.
• ღვინოები კასრში დავარგების ხანგრძლივ პროცესს გადიან. შედეგად ვიღებთ უნიკალური გემოს მქონე 9 თვიანი დაძველების “წინანდალს”, 12 თვიანი დაძველების “საფერავს” და 20 თვიანი დაძველების “მუკუზანს”.
• ეს ღვინოები ძალზე მცირე რაოდენობით ისხმება, სულ 10 000-დან 15 000-მდე ბოთლი. თითოეულ ბოთლს თავისი საიდენტიფიკაციო ნომერი გააჩნია.

გაეცანით ასორტიმენტს

© JSC Tbilvino. All Rights Reserved 2009