ქართული (Georgian) English

Decanter

Decanter World Wine Awards პირველად 2004 წელს გადასცეს. ამ პრემიას საოცარი წარმატება ხვდა წილად და დღემდე მზარდი პოპულარობითა და პატივისცემით სარგებლობს, იმდენად, რომ ღვინისადმი მიძღვნილი თითქმის ყველა სერიოზული გამოცემა და ინტერნეტ-პორტალი ამათუიმ ნიმუშზე საუბრისას ყოველთვის იმოწმებს ხოლმე “დეკანტერის” შეფასებასა და დახასიათებას. “დეკანტერის” კონკურსზე შეფასება 20 ქულიანი სისტემით ხდება და ქულების მიხედვით ნაწილდება ჯილდოებიც. ოქროს მედალს 18,5 - 20,0 ქულის მფლობელი იღებს (ღვინო ფასდება როგორც დიადი, უბრწყინვალესი), ვერცხლისას - 17,0 - 18,4 ქულიანი (ძალიან კარგი, ბრწყინვალე ღვინო), ბრინჯაოსას - 15,5 - 16,9 ქულიანი ღვინო (კარგი, გამორჩეული ღვინო), 14,5 - 15,4 ქულიან ღვინოს კი სარეკომენდაციო ბეჭედი ეძლევა.

წინანდალი (განსაკუთრებული მარაგი) 2007 – რეკომენდებულია დეკანტერის ექსპერტების მიერ
საფერავი (განსაკუთრებული მარაგი) 2007 – რეკომენდებულია დეკანტერის ექსპერტების მიერ

მუკუზანი (განსაკუთრებული მარაგი) 2007 – ბრინჯაო. განსაკუთრებული მარაგის “მუკუზანი” ერთად-ერთი ღვინოა ქართულ ღვინოებს შორის, რომელმაც მიიღო მედალი მაღალ საფასო კატეგორიაში ($20 მეტი)

მუკუზანი, 2008 – ბრინჯაო
მუკუზანი, 2009 – ვერცხლი
საფერავი, 2009 – ბრინჯაო
საფერავი (საქართველოს ველები), 2009 – ბრინჯაო
წინანდალი (განსაკუთრებული მარაგი) 2009 – რეკომენდებულია დეკანტერის ექსპერტების მიერ.

IWSC

ეს კონკურსი ალბათ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და სტაჟიანი კონკურსია, სადაც ბრმა დეგუსტაციითა და ქიმიური ანალიზით ირკვევა გამარჯვებული ჯიშების, რეგიონებისა და წლების, ანუ ვინტაჟების მიხედვით განაწილებულ ნიმუშებს შორის. ტექნიკური ანალიზი ერთ-ერთი მთავარი ამოსავალია ოქროს მედლის, სახეობაში საუკეთესოს ოქროს მედლისა და სახეობაში საუკეთესოს ვერცხლის მედლის მისაღებად. ტექნიკურმა ანალიზმა გარანტია უნდა მისცეს მომხმარებელს, რომ გამარჯვებული ღვინო ნამდვილად შეესაბამება ჯილდოს და მყიდველამდეც ისეთივე ხარისხისამ უნდა მიაღწიოს, როგორიც კონკურსზე იყო. ქულათა ძირითადი სისტემა შემდეგნაირია: 90 – 100 – ოქრო (განსაკუთრებული, უმაღლესი ნიმუში, არაჩვეულებრივი ღვინო. ამათ შორის საუკეთესო იღებს სახეობაში საუკეთესოს წოდებას.), 80 – 89.9 – ვერცხლი (შესანიშნავი ხარისხი, ბრწყონვალე ნიმუში. სახეობაში საუკეთესოს წოდება აქაცაა), 75 – 79.9 – ბრინჯაო (კარგი ნიმუში).

წინანდალი (განსაკუთრებული მარაგი) 2006 – ბრინჯაო
საფერავი (განსაკუთრებული მარაგი) 2006 – ვერცხლის სახეობაში საუკეთესოს მედალი
წინანდალი (განსაკუთრებული მარაგი) 2007 – ბრინჯაო
წინანდალი 2007 – ბრინჯაო
საფერავი (განსაკუთრებული მარაგი) 2007 – ბრინჯაო
საფერავი 2007 – ვერცხლი
მუკუზანი (განსაკუთრებული მარაგი) 2007 – ბრინჯაო
წინანდალი 2008 – ბრინჯაო
საფერავი 2008 – ვერცხლი
ტვიში 2008 – ბრინჯაო
მუკუზანი 2008 – ვერცხლი
ქინძმარაული 2008 – ბრინჯაო
წინანდალი (განსაკუთრებული მარაგი) 2009 – ბრინჯაო
საფერავი (განსაკუთრებული მარაგი) 2008 – ბრინჯაო
მუკუზანი (განსაკუთრებული მარაგი) 2008 – ბრინჯაო
წინანდალი 2009 – ბრინჯაო
საფერავი 2009 – ბრინჯაო
მუკუზანი 2009 – ბრინჯაო.

Concours Mondial de Bruxelles

ჩონცოურს Mონდიალ დე Bრუხელლეს პირველად 1994 წელს გაიმართა. ღვინის სამყაროში მას მსოფლიო ღვინის ჩემპიონატსაც უწოდებენ, რადგან მას სხვადასხვა კონტინენტის ყველა მსხვილი მწარმოებელი ესწრება. კონკურსის შედეგებს 40 სხვადასხვა ეროვნების ექსპერტი აფასებს, რაც კონკურსში მონაწილეობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

წინანდალი 2008 – ვერცხლი
წინანდალი 2009 – ოქრო 
წინანდალი (საქართველოს ველები) 2009 – ვერცხლი
წინანდალი (განსაკუთრებული მარაგი) 2009 – ვერცხლი

The Berlin Wine Trophy

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინის ჯილდოა, რომელიც OIV-ისა (L'organisation internationale de la vigne et vin) და ევროკავშირის პატრონაჟით ტარდება.

საფერავი (საქართველოს ველები) 2009 – ვერცხლი 
საფერავი (განსაკუთრებული მარაგი) 2009 – ოქრო.

Mundus Vini

Mundus vini Great International Wine Awards 2001 წლიდან მოყოლებული ტარდება გერმანიაში, OIV-ისა და UIOE-ს (ენოლოგთა საერთაშორისო კავშირის) პატრონაჟით.

საფერავი (საქართველოს ველები) 2008 – ოქრო
მუკუზანი (საქართველოს ველები) 2008 – ვერცხლი

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009