ქართული (Georgian) English

რთველი

ზემოთჩამოთვლილი მიკროზონების გარდა ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენს ჩვენი კომპანია ქინძმარაულის ზონაში, სოფელ შილდაში იღებს. რთველში ჩვენ 1999 წლიდან ვიღებთ მონაწილეობას. ბოლო რამდენიმე წელიწადია რთველზე დაკრეფილი ყურძნის გადამუშავებას ადგილობრივ, პირველად ღვინის ქარხანაში ვახდენთ. კახეთში რთველი 20 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე მიმდინარეობს, ყურძნის მიღება, გადამუშავება და დადუღება ადგილზე ხდება და მხოლოდ შემდეგ გადმოგვაქვს თბილისში. შესაბამისად, რთველის დაწყებიდან მესამე კვირის ბოლოს ჩვენ მთელი გუნდით ვბრუნდებით თბილისში, რათა სულ მალე გუნდის ნაწილი რაჭაში, მორიგი რთველის მისაღებად გაემგზავროს, სადაც სამუშაოები 15-18 ოქტომბრიდან იწყება და 10 ნოემბრამდე გრძელდება. ყველაზე გვიან ტვიშის ცოლიკოურისა და ორბელური ოჯალეშის ჯერი დგება.

2007 წლის რთველის მონაცემები

კახეთი

ჯიში რაოდენობა (კგ.)

რქაწითელი 738 390
საფერავი 670 331
მწვანე 42 935


რაჭა-ლეჩხუმი

ცოლიკაური 31 295
ალექსანდროული და
მუჯურეთული 105 779
ოჯალეში 21 490

2008 წლის რთველის მონაცემები

კახეთი

ჯიში რაოდენობა (კგ.)

რქაწითელი 705 540
საფერავი 364 240
მწვანე 55 910

რაჭა-ლეჩხუმი
ალექსანდროული და
მუჯურეთული 46 060

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009